Saturday, April 6, 2013

პროექტის აღწერა


·   ჩემი სოფელი  (my village )

1. პროექტის სახელი: ,,ჩემი სოფელი"

2. პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები იკვლევენ თავიანთი სოფლის ისტორიას.

3.პროექტის აქტუალობა :მოსწავლეები შეისწავლიან ყოველმხრივ თავიანთი სოფლის ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას..გაიგებენ სოფელში არსებულ მითებსა და მის სიძველეებს..

4.პროექტის მიზნები.
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა ძიების უნარი .კრიტიკული აზროვნების უნარი და შეძლებენ გააცნონ უცხოელ ტურისტებს თავიანთი კუთხის კულტურა

5. მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე- 7კლასი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 თვე

7 პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა დისკუსიების გამართვა სოფლის შესახებ მოძიებულ მასალებზე. ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზ

8.პროექტის მსვლელობა. შეისწავლიან წინაპრების საყვარელ ცეკვებს,სიმღერებსა და ხალხურ ლექსებს.ჩაატარებენ კვლევებს თავიანთ კუთხეში მცხოვრები ხალხისგვარების წარმოშობის შესახებ. გაეცნობიან სოფლის ისტორიულ ძეგლებს.გადაიღებენ სურათებს და გააკეთებენ ფოტოალბომს. მოაწყობენ გამოფენას განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში. მოძიებული ფოტომასალა განთავსდება სხვადასხვა საიტებზე.


მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით

9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ისტორიის შესახებ. აიგება სოფლების მაკეტები და მოხდება ტურისტების მოზიდვა.

9. სარგებელი სხვებისთვის: სკოლაში ჩატარდება ფოტოსურათების გამოფენა,გამოფენას დაეთმობა თითო  დღე. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თავიანთ თანატოლებს სხვადასხვა კუთხეების თავისებურებებს და წეს ჩვეულებებს.
10. სამუშაო ენა: ინგლისური.
11 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში. (შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიას), გეოგრაფიაში შეისწავლიან კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას, მათემატიკაში, ქიმიაში (გაიგებენ იქაური წყლების ქიმიურ შემადგენლობას, ხელოვნებაში (დახატავენ სოფლის ბუნებას),მუსიკაში.